9 სექტემბერს შედგა მატჩი აკადემიასა და ლელოს შორის. წინა სტატიაში ავღნიშნეთ, რომ ეს თამაში დაძაბული იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა. აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:
1. ბადრი ალხაზაშვილი (გიორგი სოლოღაშვილი)
2. რამაზ მაზმიშვილი
3. გიორგი ოზბეთელაშვილი (ოთო გვირტიშვილი)
4. აჩი რევაზიშვილი
5. ლევან ახრახაძე (ზურა გაბრიჩიძე)
6. გიორგი გოგლიძე
7. საბა შუბითიძე
8. ბაჩი კიკნაველიძე
9. დათო ქარქაშაძე (ლუკა ხიმშიაშვილი)
10. უჩა გურგენიძე
11. დათო თავართქილაძე
12. ნიკა გამყრელიძე
13. გუკა თოფურიძე (მიშო ბუჩუკური)
14. ნიკა ადეიშვილი (ივა ხელაია)
15. ილია მელაძე
აკადემია თამაშის დაწყების წინ.
თამაში ლელომ დაიწყო. თავიდანვე ლელომ შეუტია. აკადემიამ თავის 22–თან ჯარიმა აიკიდა. ლელოელმა მოთამაშემ კარში დაარტყა და გაიტანა. ლელოს მოთამაშე ურტყავს ჯარიმას
აკადემიამ მალევე შეუტია. ამჯერად ლელომ აიღო ჯარიმა თავის მოედანთან და ილიამ კარში დაარტყა. აკადემიამ გაათანაბრა 3:3. ილია ურტყავს ჯარიმას
ლელომ ისევ განაახლა შეტევები და აკადემიის ჩათვლის ხაზთან ახლოს იყო. მაგრამ აკადემიამ გაუძლო ლელოს შეტევებს. ლელო აკადემიის 5 მეტრიანთან
სამწუხაროდ, გუკა თოფურიძე დაშავდა და მის მაგივრად მიშო ბუჩუკური შემოვიდა. შერკინება
აკადემიამ ლელოს 22–თან იყო, როდესაც უჩამ საკმაოდ კარგად დაინახა უკან მოშიშვლებული ადგილი და ბურთი გადაკიდა. ბაჩი კიკნაველიძემ ბურთი დაიჭირა და ლელო დადო. ილიამ გარდასახვა ვერ გაიტანა. ანგარიში 8:3 გახდა. ასევე დასრულდა პირველი ტაიმი.
მეორე ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა. თამაში ლელოს ნახევარზე მიდიოდა, უჩა გურგენიძემ ისევ დაინახა თავისუფალი ადგილი ლელოს ჩათვლის ხაზთან და აბრაგანი დაარტყა. ბურთი ჩათვლის ხაზში დაეცა და უკან გადმოვარდა, უჩამ ბურთი დაამიწა. ილიამ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 15:3 გახდა. უჩა გურგენიძემ ლელო დადო
შემდეგ ლელომ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 15:6 გახდა. თამაშის ბოლოს მოედანზე შემოვიდნენ: ლუკა ხიმშიაშვილი, ივა ხელაია, ზურა გაბრიჩიძე, გიორგი სოლოღაშვილი, ოთო გვრიტიშვილი. აკადემიამ მოლით შეუტია ლელოს, ლელომ აკადემიის მოლი ვერ გააჩერა და იძულებული გახდა ჯარიმა აეკიდებინა. აკადემიამ ბურთი აუტში გადაიტანა. აუტის დროს ლელოელები მეტნი იყვნენ, ამიტომ აკადემიამ თავისუფალი გათამაშების უფლება მოიპოვა. გიორგი გოგლიძემ სწრაფად გაათამაშა და ლელო დადო. ილიამ გარდასახვა გაიტანა, აკადემია 16 ქულით წინ გავიდა – 22:6. თამაშის დასრულებამდე რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ლელომ ლელო დადო. ანგარიში 22:11 გახდა. ასე დამთავრდა საკმაოდ დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩი.
დატოვე კომენტარი