Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘თამაშები’ Category

ფინალში აკადემია ჯიქებს შეხვდა. თამაში 13 ნოემბერს,  ვისოლოს სტადიონზე გაიმართა. მატჩმა იმედები გაამართლა, თამაში მართლაც, საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

პირველი ლელო აკადემიამ დადო. უჩა გურგენიძემ ფეხი დაარტა, ნიკა გამყერელიძემ ბურთი დაიჭირა და მიშო ბუჩუკურს გადააწოდა. მიშომ ნახევარი სტადიონი გაირბინა და ლელო დადო. პირველივე ლელო ძალიან ლამაზი გამოდგა.  ილია მელაძემ გარდასახვა კარებში ზუსტად დაარტყა.

ჯიქები გაშვებული ლელოს შემდეგ გააქტიურდა. მათ მალევე შეძლეს ლელოს დადება. ჯიქები აკადემიის ჩათვლის ხაზს მოლით გადასცდნენ. ჯიქების 11 ნომერმა გარდასახვა არაზუსტად დაარტყა. ჯიქების პირველ ლელოს მეორეც მოჰყვა. მათ ლელო ისევ შერკინებით დადეს.  ჯიქებმა ისევ ვერ გაიტანა გარდასახვა და ანგარიში 10:7 გახდა.

როდესაც ილია მელაძემ ბურთი გადაკიდა, მას ჯიქების მოთამაშემ ფეხი დაუდო. ჯიქების მორაგბე სინბინით გააძევს. მალევე კართან ახლოს ჯიქებმა ჯარიმა აიკიდეს. ილია მელაძემ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 10:10 გახდა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დამთავრდა.

მეორე ტაიმში ლელო დადა აკადემიის ექვსმა ნომერმა საბა შუბუთიძემ. მელაძემ ისევ ზუსტად დაარტყა. ჯიქებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში ოთხ ქულამდე შემცირდა. აკადემიამ მოუმატა თამაშს და ლელო გიორგი გოგლიძემ დადო. ანგარიში 22:13 გახდა. მელაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა.

შემდეგ აკადემიამ ბევრი ჯარიმა აიკიდა. ამის გამო ჯიქებმა ლელო დადეს და გარდასახვა ვერ გაიტანეს. 22:18. ბოლო წუთამდე ჯიქები აკადემიას უტევდნენ, მაგრამ აკადემია დაცვაში კარგად იდგა. ამის გამო ჯიქების მორაგბემ დაწოლილმა ითამაშა. უჩა გურგენიძემ ბურთი აუტში გადააგდო და აკადემია ჩემპიონი გახდა.

Advertisements

Read Full Post »

აკადემია ქუთაისის აიას ვარკეთილის მეურნეობის სტადიონზე 25 ოქტომბერს გაიმართა. ამინდმა სანახაობას ხელი არ შეუწყო, ტალახში აკადემიამ იბრძოლა და 7:3 მოიგო. 4 ქულა არაფერია რაგბიში, ამიტომ ქუთაისშიც დაძაბული თამაში გამოდგა. წინა წელს აკადემია, ქუთაისში დამარცხდა, მაგრამ ამჯერად თბილისელებმა იგივე შეცდომები აღარ დაუშვეს.

ქუთაისელებმა შინ ძალიან კარგად და სუფთად ითამაშეს. ქუთაისში აკადემია დაწინაურდა. ლელო დათო თავართქილაძემ დადო, მარამ ტაიმის ბოლოს ქუთაისმა გაათანაბრა და ანგარიში 5:5 გახდა. ორივე გუნდმა რეალიზაცია გააფუჭა. მეორე ტაიმიში ქუთაისმა ისევ დადო ლელო და ისევ გააფუჭა გარდასახვა, 10:5. თამაშის ბოლომდე სამი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ილია მელაძემ კარებში ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 10:8 გახდა. ამ ანგარიშითვე დამთავრდა თამაში. მიუხდავათ წაგებისა აკადემიას თბილისშ მოგებული ჰქონდა და საბოლოო ჯამში აკადემიამ 15:13 მოიგო.

აკადემიას წინ ყველაზე გადამწყვეტი თამაში ფინალი ელოდებოდა. ფინალში აკადემია ჯიქებს შეხვდა.

Read Full Post »

This slideshow requires JavaScript.

სლაიდშოუში ნაჩვენებია მეორე თამაშის ფოტოები.

აკადემიამ პირველი წრე, 25 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა. დასავლეთში კი ფოთი მესამე ადგილზე გავიდა. მეოთხედ ფინალში, სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ფოთის კოლხი რაინდები გაცილებით უფრო რთული მეტოქე აღმოჩნდა, ჩვენ გვეგონა.

პირველი შეხვედრა, 6 ოქტომბერს, ფოთში გაიმართა. 6-ში ძალიან წვიმდა, მაგრამ მატჩი მაინც არ ჩაიშალა. წვიმამ რა თქმა უნდა იმოქმედა თამაშის მსვლელობაზე.  აკადემიამ დაძაბულ ბრძოლაში 16–8 გაიმარჯვა.

განმეორებითი თამაში, თბილისში, 13 ოქტომბერს შედგა. აკადემია გავარდნის პირას იყო, როდესაც შეცვალზე შემოსულებმა, ზურა გაბრიჩიძემ და დათო თავართქილაძემ ლელოები დადეს. ერთი ლელო რამაზ მაზმიშვილმაც დადო. აკადემია თბილისში 18–19 დამარცხდა, მაგრამ ნახევარ–ფინალში გავიდა. ნახევარ–ფინალში აკადემიას ივერია–ქუთაისის გამარჯვებული გუნდი შეხვდება.

Read Full Post »

30 ოქტომებრეს აკადემია ივერიას ეთამაშა. ივერიამ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო 17:15. ლელოები დადეს: ილია მელაძემ და გიორგი ოზბეთელაშშვილმა. გარდასახვა გაიტანა დათო ქარქაშაძემ, ჯარიმა გაიტანა ილია მელაძემ. აკადემიამ პირველი ციკლში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ფოთს ეთამაშება.

Read Full Post »

24 ოქტომბერს შედგა თამაში აკადემიასა და ხულიგანას შორის. აკადემიამ ხულიგანას 18:0 მოუგო. ორი ლელო დადო ბაჩი კიკნაველიძემ. გარდასახვა და ორი ჯარიმა ილია მელაძემ გაიტანა.

Read Full Post »

აკადემია ემზადება ხულიგანასთან შესახვედრად. აკადემიამ ორი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა შედგა ქორების წინააღმდეგ. ამ თამაშში გამოჩნდა აკადემიის რამოდენიმე მინუსი. 21 სექტემბერს შედგა მეორე სპარინგი(ამხანაგური შეხვედრა) ყოჩების წინააღმდეგ. ყოჩებს აკადემია გაცილებით უკეთ ეთამაშა.

აკადემიას ხულიგანასთან მატჩის დროს დააკლდება გუკა თოფურიძე, რომელმაც ტრავმა წინა შეხვერდაში მიიღო. იმედია გუკა თოფურიძე ივერიას წინააღმდეგ ითამაშებს. აკადემია ხულიგანას მატჩი კი პარასკევს ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება.

Read Full Post »

9 სექტემბერს შედგა მატჩი აკადემიასა და ლელოს შორის. წინა სტატიაში ავღნიშნეთ, რომ ეს თამაში დაძაბული იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა. აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1. ბადრი ალხაზაშვილი (გიორგი სოლოღაშვილი)

2. რამაზ მაზმიშვილი

3. გიორგი ოზბეთელაშვილი (ოთო გვირტიშვილი)

4. აჩი რევაზიშვილი

5. ლევან ახრახაძე (ზურა გაბრიჩიძე)

6. გიორგი გოგლიძე

7. საბა შუბითიძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. დათო ქარქაშაძე (ლუკა ხიმშიაშვილი)

10. უჩა გურგენიძე

11. დათო თავართქილაძე

12. ნიკა გამყრელიძე

13. გუკა თოფურიძე (მიშო ბუჩუკური)

14. ნიკა ადეიშვილი (ივა ხელაია)

15. ილია მელაძე

აკადემია თამაშის დაწყების წინ.

თამაში ლელომ დაიწყო. თავიდანვე ლელომ შეუტია. აკადემიამ თავის 22–თან ჯარიმა აიკიდა. ლელოელმა მოთამაშემ კარში დაარტყა და გაიტანა.  ლელოს მოთამაშე ურტყავს ჯარიმას

აკადემიამ მალევე შეუტია. ამჯერად ლელომ აიღო ჯარიმა თავის მოედანთან და ილიამ კარში დაარტყა. აკადემიამ გაათანაბრა 3:3. ილია ურტყავს ჯარიმას

ლელომ ისევ განაახლა შეტევები და აკადემიის ჩათვლის ხაზთან ახლოს იყო. მაგრამ აკადემიამ გაუძლო ლელოს შეტევებს. ლელო აკადემიის 5 მეტრიანთან

სამწუხაროდ, გუკა თოფურიძე დაშავდა და მის მაგივრად მიშო ბუჩუკური შემოვიდა. შერკინება

აკადემიამ ლელოს 22–თან იყო, როდესაც უჩამ საკმაოდ კარგად დაინახა უკან მოშიშვლებული ადგილი და ბურთი გადაკიდა. ბაჩი კიკნაველიძემ ბურთი დაიჭირა და ლელო დადო. ილიამ გარდასახვა ვერ გაიტანა. ანგარიში 8:3 გახდა. ასევე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა. თამაში ლელოს ნახევარზე მიდიოდა, უჩა გურგენიძემ ისევ დაინახა თავისუფალი ადგილი ლელოს ჩათვლის ხაზთან და აბრაგანი დაარტყა. ბურთი ჩათვლის ხაზში დაეცა და უკან გადმოვარდა, უჩამ ბურთი დაამიწა. ილიამ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 15:3 გახდა. უჩა გურგენიძემ ლელო დადო

უჩა ბოჭავს ლელოს მოთამაშეს

შემდეგ ლელომ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 15:6 გახდა. თამაშის ბოლოს მოედანზე შემოვიდნენ: ლუკა ხიმშიაშვილი, ივა ხელაია, ზურა გაბრიჩიძე, გიორგი სოლოღაშვილი, ოთო გვრიტიშვილი. აკადემიამ მოლით შეუტია ლელოს, ლელომ აკადემიის მოლი ვერ გააჩერა და იძულებული გახდა ჯარიმა აეკიდებინა. აკადემიამ ბურთი აუტში გადაიტანა. აუტის დროს ლელოელები მეტნი იყვნენ, ამიტომ აკადემიამ თავისუფალი გათამაშების უფლება მოიპოვა. გიორგი გოგლიძემ სწრაფად გაათამაშა და ლელო დადო. ილიამ გარდასახვა გაიტანა, აკადემია 16 ქულით წინ გავიდა – 22:6. თამაშის დასრულებამდე რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ლელომ ლელო დადო. ანგარიში 22:11 გახდა. ასე დამთავრდა საკმაოდ დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩი.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: