Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ამხანაგური თამაშები’

აკადემია ემზადება ხულიგანასთან შესახვედრად. აკადემიამ ორი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა შედგა ქორების წინააღმდეგ. ამ თამაშში გამოჩნდა აკადემიის რამოდენიმე მინუსი. 21 სექტემბერს შედგა მეორე სპარინგი(ამხანაგური შეხვედრა) ყოჩების წინააღმდეგ. ყოჩებს აკადემია გაცილებით უკეთ ეთამაშა.

აკადემიას ხულიგანასთან მატჩის დროს დააკლდება გუკა თოფურიძე, რომელმაც ტრავმა წინა შეხვერდაში მიიღო. იმედია გუკა თოფურიძე ივერიას წინააღმდეგ ითამაშებს. აკადემია ხულიგანას მატჩი კი პარასკევს ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება.

Advertisements

Read Full Post »

31 მარტს ლოკომოტივის ბაზაზე ითამაშეს აკადემიამ და ლოკომოტივმა. ლოკომოტივი ახალი გუნდია და ჯერ წარმატებები მიღწეული არ აქვს, ამიტომ აკადემიას არ გასჭირვებია თამაშის მოგება. უნდა აღინიშნოს, რომ ლოკომოტივს კარგი მოედანი აქვს. ბე ლიგის ზოგი თამაში ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდება. ჯერ მოედანი არაა დახაზული, არც კარებია გამართული, მაგრამ 8 აპრილისთვის, როდესაც ბე ლიგის ტურნირი დაიწყება, ყველაფერი მზად იქნება. აკადემიამ თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:

1. გიორგი სოლოღაშვილი

2. რამაზ მაზმიშვილი

3. ბადრი ალხაზაშვილი

4. აჩი რევაზიშვილი

5. კოტე აბდუშელიშვილი

6. გიორგი გოგლიძე

7. ლევან ახრახაძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. ლუკა ხიმშიაშვილი

10. ილია მელაძე

11. დათო ქარქაშაძე

12. ნიკა გამყრელიძე

13. ნიკა ადეიშვილი

14. დათო თავართქილაძე

15. უჩა გურგენიძე

კაპიტნები და მსაჯი ლევან ობოლაძე

თამაში ლოკომოტივმა დაიწყო, მალევე გამოჩნდა აკადემიის უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ლოკომოტის მოთამაშეები თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

გიორგი გოგლიძე ეთამაშება ლოკომოტივის მორაგბეს

მალევე ლელოებიც დაიდო, რამაც განამტკიცა აკადემიის უპირატესობა.

ბაჩი კიკნაველიძე

გიორგი გოგლიძე და ბაჩი კიკნაველიძე

ბადრი აგრძელებს შეტევასრამაზი მოემზადა ბურთის მოსაწოდებლად……ჩამოაწოდა და გადააცილა ლუკა ხიმშიაშვილი იჭერს ლოკომოტივის 9 ნომერსნიკა გამყრელიძე ბურთის გადაკიდების შემდეგ

ამ მომენტში აკადემიამ “ზელანდიური” ლელო დადო. ნიკა გამყრელიძემ უჩა გურგენიძეს ბურთი გადაუკიდა საპირისპირო ფრთაზე, უჩამ ბურთი დაიჭირა და ლელო დადო. ნიკა გამყრელიძემ ჩამოიტოვა ლოკომოტივის 10 ნომერი

ილია მელაძემ გაჭრა ხაზი

ილია განაგრძობს შეტევასილია პასს უშვებს…

…ილიამ დააქნია……და შეტეხა…

დათო თავართქილაძე გაცდა ყველას და დებს ლელოს

რამაზი აწვდის ბურთს……აჩიმ ბურთი ჩამოაგდო……ლუკამ მიიღო ბურთი……გადააწოდა ბაჩის……პასი ნიკა ადეიშვილის მისამართით…

…ნიკამ გაჭრა ხაზი……ნიკა უშვებს პასს……უჩა გურგენიძეშესვენება

მეორე ტაიმში ახალმა ბიჭებმა გამოიჩინეს თავი. შეცვლაზე შემოვიდნენ: ლევანი, ბაჩო და ირაკლი. ბაჩოსთვის და ირაკლისთვის აკადემიის რიგებში პირველი თამაში იყო. მათ საკმაოდ კარგად ითამაშეს. გუნდის გადახალისების გამო ერთი ლელოც მივიღეთ, მაგრამ რამოდენიმე ჩვენც დავუდეთ მეორე ტაიმში.

Read Full Post »

26 მარტს იპოდრომზე გაიმართა ამხანაგური მატჩი აკადემია – ხულიგნა. ამინდმა მოთაამაშეებს ხელი შეუწყო, წვიმა არ წამოსულა. აკადემიას კვლავაც ტრანვირებული ჰყავდა სამი მოთამაშე: ნიკა გამყრელიძე, გუკა, საბა. აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1. გიორგი სოლოღაშვილი

2. რამაზ მაზმიშვილი

3. გიორგი ოზბეთელაშვილი

4. აჩი რევაზიშვილი

5. კოტე აბდუშელიშვილი

6. გიორგი გოგლიძე

7. ლევან ახრახაძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. დათო ქარქაშაძე

10. უჩა გურგენიძე

11. დათო თავართქილაძე

12. ნიკა ადეიშვილი

13. ივა ხელაია

14. მიშო ბუჩუკური

15. ილია მელაძე

შეცვლები: ლუკა ხიმშიაშვილი, ლევან ლომაური, ზურა.

ხულიგანა კი ასე გამოვიდა მოედანზე:

1 რუბიკ ბაღდასარიანი

2 მიშო ბიბილური

3 შოთიკო ჭელიძე

4 გურამ გოგიძე

5 მიშო ლომიძე

6 დავით ჯავახაძე

7 ლაშა მჭედლიძე

8 ზუკა ბრეგვაძე

9 სანდო გაბუნია

10 გიორგი ტალახაძე

11 გიორგი მხატვარი

12 ანდრეა ჩიქვინიძე

13 დევი დევსურაშვილი

14 მირიან თავზარაშვილი

15 ირაკლი სვანიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ნიკო გიგინეიშვილი, გიორგი მანჯგალაძე, ზურა მსტოიანი, გიორგი ბიჭიაშვილი

თამაში საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო პირველი ლელო აკადემიამ დადო და წინ გავიდა 1:0. აკადემიის ლელოს ხულიგანამ ცოტა ხანშივე უპასუხა და 1:1. აკადემია აგრძელებდა შეტევებს, ასევე ხულიგანაც კარგად თამაშობდა. პირველი ტაიმის დასასრულს ანგარიში 2:2 იყო. მეორე ტაიმი აკადემიამ მასირებული შეტევებით დაიწყო, რასაც ორი ლელო მოჰყვა – 4:2. მაგრამ ხულიგანა არ დანებებულა მათ ჯერ მოკლე ფრთაზე დადეს ლელო, ხოლო შემდეგ ტალახაძემ ბურთი თავისი 22–დან წამოიღო ყველას გაცდა და ლელო დადო. საბოლოოდ თამაში 4:4 დასრულდა. აკადემიის რიგებში 2–2 ლელო დადეს დათო თავართქილაძემ და გიორგი ოზბეთელაშვილმა.

ეს მატჩი ნამდვილად არ იყო აკადემიის საუკეთესო თამაში, ვიმედოვნებთ, რომ აკადემია შემდეგში უკეთესად იასპარეზებს. სასიხარულოდ, კარგი ამბებიც გვაქვს – გუკამ და ნიკუშამ ვარჯიში დაიწყეს და მალე ალბათ ფორმაში ჩადგებიან.

Read Full Post »

დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით. ეს პოსტი ადრე უნდა დამეწერა, მაგრამ ტექნიკური საშუალებების გამო არ მოხერხდა.

14 მარტს აკადემიამ ითამაშა იპოდრომზე. აკადემიელები შუაზე გაიყვნენ და ყველა წესის დაცვით ითამაშეს. თამაში საინტერესო გამოდგა. კარგად გამოჩნდა ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. შემდგომ ვარჯიშებზე ვეცადეთ აღმოგვეფხრა ყველა პრობლება. აი ფოტოებიც:

Read Full Post »

კვირას, 28 თებერვალს, შედგა აკადემიის თამაში თსუ–ს წინააღმდეგ. აკადემიას ბევრი ტრამვირებული ჰყავდა:

1.გუკა

2.მუტანტა

3.დათო მეტრო

4.ნიკა გამყრელიძე (ნიკუშამ შეძლო შესვლა)

თამაში ზუსტად 13:00 საათზე დაიწყო.

აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1.რამაზ მაზმიშვლი

2.ლევან ლომაური

3.გიორგი ოზბეთელაშვილი

4.კოტე აბდუშელიშვილი (კაუჭა)

5.გიორგი სოლოღაშვილი (ჩინელა)

6.ბადრი ალხაზაშვილი

7.ლევან ახრახაძე (მარფინისტა)

8.ბაჩი კიკნაველიძე

9.ლუკა ხიმშიაშვილი (ჭინკა)

10.დათო ქარქაშაძე (ქარქაშა)

11.ნიკუშა ადეიშვლი (ადეშა)

12.ილია მელაძე (კარლიკა) კაპიტანი

13.ივა ხელაია

14.ლუკა კუჭავა

15.უჩა გურგენიძე

მატჩის დასაწყისში თსუ უტევდა, მაგრამ აკადემიის დაცვა მეტოქეს მედგრად დაუდგა. თამაში მოედნის ცენტრში გადავიდა, სადაც კარის წინ 22–მეტრიანთან თსუ დაჯარიმდა. ილია მელაძემ კარებში დაარტყა და ანგარიში გაიხსნა    3–0. ცოტა ხანში, აკადემიის კაპიტანი, ნიკოლოზ გამყრელიძე შემოვიდა სტადიონზე და შეცვალა ლუკა ხიმშიაშვილი. ნიკას შემოსვილის შემდეგ აკადემიამ თამაშს მოუმატა. დაინიშნა აუტი თსუ–ს 10–მეტრიანთან. აუტიდან ბურთი ხაზზე გავიდა, ხაზმა შესანიშნავი კომბინაცია გააკეთა და ნიკუშა გამყრელიძემ ხაზი გაჭრა, მან ადვილად აუარა გვერდი     თსუ–ს 15 ნომერს და ლელო დადო.  ილიამ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში გახდა 10–0. ლელოს შემდეგ თსუ არ დანებებულა და დაიდო ლელო აკადემიის ჩათვლის ხაზზე. ვანდამამ გარდასახვა ვერ გაიტანა და გუნდები ერთმანეთს ტაიმის ბოლოს 10–5 დაშორდნენ.

მეორე ტაიმში აკადემია უფრო გააქტირურდა და მიშო ბუჩუკურმა დადო ლელო. გარდასახვა ილია მელაძემ ვერ გაირანა და ანგარიში გახდა 15–5. ამას მოყვა გიორგი გოგლიძის შესანიშნავი რეიდი, მან 40 მეტრი გაირბინა გაცდა რამდენიმე მეტოქეს და დადო ლელო. გარდასახვა ილიამ გაიტანა. 22–5. თამაში დასრულდა და აკადემიელები გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

შედგა ასევე მესამე ტაიმი, სადაც აკადემია 2 ეთამაშა თსუ 2, ეს თამაში თსუმ მოიგო.

P.S. თუ რამე შემეშალა კომენტარებში დაწერეთ და შევასწორებ. :).

Read Full Post »

აკადემიის ბე ლიგის და ა ლიგის გუნდებს შორის შედგა სპარინგი, ანუ ამხანაგური შეხვედრა. გამოჩნდა ორივე გუნდის პლიუსები და მინუსები. სამწუხაროდ ტრანმვა მიიღო საბამ და შესაძლოა გამოტოვოს თსუ–სთან გასამართი თამაში. ასევე ტრანმვა მიიღო გიორგი ოზბეთელაშვილმა. მთავარია, ვნახეთ რა არის ჩვენი აქილევსის ქუსლი და შევეცდებით გამოვასწოროდ ყველა ჩვენი შეცდომა.

Read Full Post »

კვირას, 28 თებერვალს, ლოკომოტვის სათადარიგო სტადიონზე შედგება აკადემიის თამაში თსუ–ს წინააღმდეგ.  აკადემია თამაშს კარგი განწყობით ხვდება, აკადემიას ჰყავს რამოდენიმე ტრანვირებული მორაგბე, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება :).  ვუსურვოთ აკადემიას გამარჯვება!

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: