Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვარჯიში’

დიდი მადლობა www.rugby-tbilisi.ge -ს ამ რჩევების მოწოდებისათვის.

კვება და სითხით დატვირთვა

სითხით დატვირთვა და კვება
სითხით დატვირთვას და კვებას უნდა მიექცეს  ყურადღება როგორც ვარჯიშის წინ, ისე ვარჯიშის დროს და მის მერე. ეს ხელს უწყობს ნაკლებად დაღლას და განაპირობებს თამაშისთვის საკმარის ენერგიას.

სითხით დატვირთვა
წყურვილი თამაშის დროს არის მაჩვენებელი ორგანიზმის სითხით არასაკმარისი შევსების, რაც ხელს უშლის მოძრაობას.
მოთამაშესთვის აუცილებელია:
1. ნახევარი ლიტრი სითხის მიღება ვარჯიშამდე ან თამაშამდე ორი საათით ადრე
2. სითხის მცირე რაოდენობით მიღება შესაძლებელია თამაშის დროს, პაუზების ან შესვენების პერიოდში – დაახლოებით 120-150 მლ ყოველ 10-15 წუთში ვარჯიშის პერიოდში
3. გაზარდეთ სითხის რაოდენობის მიღება ცხელ და ტენიან პირობებში
მოერიდეთ:
1. ა
ლკოჰოლს და კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებს უშუალოდ ვარჯიშის შემდეგ
2. ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასურველია მოთამაშეები მოერიდონ  ბოთლების გაცვლის

მოგვიანებით:
რეკომენდირებულია ე
რთი ლიტრი საათში სამი საათის მანძილზე (უფროსებისთვის).

კვება
სითხის მიღებასთან ერთად ასევე საყურადღებოა სწორი კვება, რათა შევინარჩუნოდ საკმარისი ენერგია
ეცადეთ:
1. კ
ვების რაციონის ნახევარს სასურველია შეადგენდეს ნახშირწყლებისაგან შემდგარი საჭმელი (კარტოფილი, პური, ბურღულეული, ბრინჯი, ხორბალი, ბანანი)
2. გაზარდეთ ნახშირწყლების შემცველი საჭმლის მიღება თამაშამდე რამოდენიმე დღით ადრე
3. დღის რაციონი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 15% ცილისა (კვერცხი, თევზი, ხორცი, ქათამი), რათა მოხდეს სხეულის დაზიანებული ქსოვილის სწრაფი აღდგენა თამაშის ან კონტაქტური ვარჯიშის შემდეგ
4. დღის რაციონი უმჯობესია მიიღოთ ექვსჯერ დღეში პატარა ულუფით, ვიდრე სამჯერ დღეში დიდი ულუფით
5. ცილების და ნახშირწყლების მიღება უშუალოდ ვარჯიშის შემდეგ ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას.
თავი აარიდეთ საჭმელს, რომელიც შეიცავს ცხიმების მაღალ რაოდენობას ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ!

ტრავმები

ტრავმის დაგეგმარება გულისხმობს დიაგნოსტიკას, მკურნალობას და შემდგომ რეაბილიტაციას. მოთამაშეები, რომლებიც უბრუნდებიან თამაშს სრული რეაბილიტაციის დამთავრებამდე, აცდენენ დაახლოვებით სამჯერ უფრო მეტ მატჩებს იმათთან შედარებით, ვინც გადის სრულ აღდგენას.

ტრავმის ფაზები:
1.მწვავე
2.რეაბილიტაცია
3.თამაშში დაბრუნება

I. მწვავე ფაზა
არსებობს რამოდენიმე ძირითადი მოქმედებები, რომელიც ტრავმის შემთხვევაში აუცილებლად იმდროულადვე უნდა იქნეს გამოყენებული. ამას უწოდებენ გადაუდებელ ფაზას. მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ეს პროცედურა.

ტრამვის შესაფასებლად საჭიროა:
1.გამოკითხვა
დაელაპარაკეთ მოთამაშეს, ჰკითხეთ რა მოხდა, სად ტკივა, რანაირად ტკივა?
2.დათვალიერება
დაათვალიერეთ, ხომ არ აღინიშნება დაზიანებული უბანის სიწითლე ან შეშუპება?
ხომ არ განსხვავდება დაზიანებული მხარე ჯანმრთელისაგან?
3.შეეხეთ
შეხებით შეიძლება იგრძნოთ ანთებით გამოწვეული სიმხურვალე. ასევე შეგიძლიათ შეაფასოთ ტკივილის ხარისხი
4.აქტიური მოძრაობა
თხოვეთ მოთამაშეს გაამოძრაოს სხეულის ტრავმირებული ნაწილი რაიმე დახმარების გარეშე.
5.პასიური მოძრაობა
თუ მოთამაშეს შეუძლია ამოძრაოს ტრვმირებული ნაწილი, ფრთხილად, თქვენით  ცადეთ ბოლომდე გააკეთებინოთ მოძრაობა
6.ტესტი
იწვევს თუ არა აქტიური ან პასიური მოძრაობა ტკივილს? თუ აქტიური მოძრაობა არ იწვევს ტკივილს, შეუძლია თუ არა მოთამაშეს ფეხზე დადგომა და შეუზღუდავი მოძრაობა? თუ გამოვლინდა რამე დაზიანება გამოიყვანეთ თამაშიდან ან შეაწყვეტინეთ ვარჯიში.

ტექნიკა

საუკეთესო ტექნიკას წარმოადგენს უსაფრთხო ტექნიკა

ტექნიკური მოთამაშე აღწევს თამაშის მაღალ დონეს და ამავე დროს ტრავმის მიღების ალბათობა უფრო ნაკლები აქ.
არასწორი ტექნიკა კონტაქტის ფაზაში რაგბის თამაშის დროს, არის მიზეზი მრავალი ტრავმის, მათ შორის ზოგიერთი სერიოზულის.

შებოჭვა
შებოჭვა არის თამაშის ის ელემენტი, რომლის დროსაც ხდება უმეტესად
ტრავმის მიღება.
შებოჭვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდგომზე:
1.ხედავდე მიზანს
2.მოძრაობა იყოს წინ შებოჭვის დროს
3.მოძრაობა ოდნავ ცერად (შიგნიდან) ბურთიანი მოთამაშისკენ
4.სახე ზემოდ!
5.კონტაქტი კეთდება მხრით, თავი გვერდზე (არავითარ შემთხვევაში თავით დაჯახება არ შეიძლება)
6.კონტაქტის შემდეგ შემოხვიედ ხელები ბურთიან მოთამაშეს და ძლიერად მიაწექით წინ მის წასაქცევად

მაღალი შებოჭვა
მაღალი შებოჭვა არ არი რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ყრმაწვილებისთვის
და გამოუცდელი მოთამაშეებისთვის.
მოამზადეთ მოთამაშეები თანმიმდევრულად – მოთამაშე არ უნდა
ცდილობდეს მაღალი შებოჭვის გაკეთებას, სანამ კარგად არ აითვისებს
კლასიკური შებოჭვის ტექნიკას.
ამ ტიპის შებოჭვის დროს გამოიყენება ისეთივე ტექნიკა,  როგორიც
აღწერილია ზემოდ, გარდა იმისა რო კონტაქტი კეთდება სხეულში,
ანუ გულ-მკერდის მიდამოში.
ხელები უნდა იქნას შემოხვეული ბურთიანი მოთამაშის ხელებს გარშემო,
რათა მას არ მიეცეს საშუალება განთავისუფლდეს ბურთისგან

ბუთის ჭერა კონტაქტის დროს
ტრავმატიზმის მაღალი მაჩვენებელი შებოჭვის დროს არ არი დამოკიდებული მხოლოდ შემბოჭავზე. მწვრთნელის მიზანია აგრეთვე ასწავლოს მოთამაშეს ბურთის სწორი ფლობა კონტაქტის დროს.

ყურადღება უნდა გამახვილდეს:
1.ფოკუსირება კონტაქტის ზონაზე
2.სახე ზევით
3.თვალები გახელილი
4.ბურთი ორ ხელში
5.სხეული წინ გადახრილი
6.სხეული ბურთის წინ
7.ძლიერი დიდი ნაბიჯები კონტაქტის დროს
8.კონტაქტი მხრით ან თეძოთი

შერკინება
შერკინება არის თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომლის მეშვეობით ხდება თამაშის განახლება და მასზე კონტროლის მოპოვება. ტექნიკურად სწორი თამაში შერკინებაში აუცილებელია, რათა შევამციროთ ტრავმის მიღების ალბათობა თამაშის ამ ერთ-ერთ კრიტიკულ ფაზაში.
საყურადღებო მომენტები, რომელიც შესისხლხორცებული უნა ქონდეთ მწვრთნელებს, მოთამაშეებს და მსაჯებს არიან:
შერკინებაში ჩასვლა
1. მსაჯის დაძახილზე მოემზადეთ შერკინებისთვის
2. პირველი ხაზის მოთამაშეები – მუხლებში ჩამჯდარი და წელში მოხრილი
მხრები ყოველთვის თაძოზე ზემოდ
3. თავი აწეული
4. ზურგი სწორი ლარივით
5. თვალები მიპყრობილი მოწინააღმდეგის მიმართ
6. წონა უნადა გადაიტანით ფეხის ქუსლებიდან თითებში
7. თუ არ ხართ სწორ პოზიციაში ან ვერ მოასწარით მომზადება აცნობეთ მსაჯს შეძახილით
8. შერკინებაში შესვლის წინ არ მოაშოროთ მზერა ოპონენტს, რათა ხედავდეთ შესვლის ადგილს
9. შედით შერკინებაში მსაჯის ბრძანების შემდეგ

შერკინებაში შესვლა
შერკინებაში შესვლის ვარჯიშების 2/3 უნდა ტარდებოდეს სპეციალური
“შერკინების მანქანის” გამოყენებით. თუმცა ვარჯიშები ერთი ერთზე და
სამი სამის წინააღმდეგ ასევე არის შესანიშნავი საშუალება ტექნიკური
მხარის ასამაღლებლად.

Advertisements

Read Full Post »

დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით. ეს პოსტი ადრე უნდა დამეწერა, მაგრამ ტექნიკური საშუალებების გამო არ მოხერხდა.

14 მარტს აკადემიამ ითამაშა იპოდრომზე. აკადემიელები შუაზე გაიყვნენ და ყველა წესის დაცვით ითამაშეს. თამაში საინტერესო გამოდგა. კარგად გამოჩნდა ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. შემდგომ ვარჯიშებზე ვეცადეთ აღმოგვეფხრა ყველა პრობლება. აი ფოტოებიც:

Read Full Post »

აკადემიის ბე ლიგის და ა ლიგის გუნდებს შორის შედგა სპარინგი, ანუ ამხანაგური შეხვედრა. გამოჩნდა ორივე გუნდის პლიუსები და მინუსები. სამწუხაროდ ტრანმვა მიიღო საბამ და შესაძლოა გამოტოვოს თსუ–სთან გასამართი თამაში. ასევე ტრანმვა მიიღო გიორგი ოზბეთელაშვილმა. მთავარია, ვნახეთ რა არის ჩვენი აქილევსის ქუსლი და შევეცდებით გამოვასწოროდ ყველა ჩვენი შეცდომა.

Read Full Post »

ვარჯიში თოვლში

მუტანტა თოვლზე

აკადემია ზამთრის ვარჯიშზე

დღეს, 13 თებერვალს შედგა აკადემიას ვარჯიში, დიდთოვლობის მიუხედავად. ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და ყველა მორაგბემ თავი არ დაზოგა.

Read Full Post »

%d bloggers like this: