Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვისოლი’

ფინალში აკადემია ჯიქებს შეხვდა. თამაში 13 ნოემბერს,  ვისოლოს სტადიონზე გაიმართა. მატჩმა იმედები გაამართლა, თამაში მართლაც, საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

პირველი ლელო აკადემიამ დადო. უჩა გურგენიძემ ფეხი დაარტა, ნიკა გამყერელიძემ ბურთი დაიჭირა და მიშო ბუჩუკურს გადააწოდა. მიშომ ნახევარი სტადიონი გაირბინა და ლელო დადო. პირველივე ლელო ძალიან ლამაზი გამოდგა.  ილია მელაძემ გარდასახვა კარებში ზუსტად დაარტყა.

ჯიქები გაშვებული ლელოს შემდეგ გააქტიურდა. მათ მალევე შეძლეს ლელოს დადება. ჯიქები აკადემიის ჩათვლის ხაზს მოლით გადასცდნენ. ჯიქების 11 ნომერმა გარდასახვა არაზუსტად დაარტყა. ჯიქების პირველ ლელოს მეორეც მოჰყვა. მათ ლელო ისევ შერკინებით დადეს.  ჯიქებმა ისევ ვერ გაიტანა გარდასახვა და ანგარიში 10:7 გახდა.

როდესაც ილია მელაძემ ბურთი გადაკიდა, მას ჯიქების მოთამაშემ ფეხი დაუდო. ჯიქების მორაგბე სინბინით გააძევს. მალევე კართან ახლოს ჯიქებმა ჯარიმა აიკიდეს. ილია მელაძემ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 10:10 გახდა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დამთავრდა.

მეორე ტაიმში ლელო დადა აკადემიის ექვსმა ნომერმა საბა შუბუთიძემ. მელაძემ ისევ ზუსტად დაარტყა. ჯიქებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში ოთხ ქულამდე შემცირდა. აკადემიამ მოუმატა თამაშს და ლელო გიორგი გოგლიძემ დადო. ანგარიში 22:13 გახდა. მელაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა.

შემდეგ აკადემიამ ბევრი ჯარიმა აიკიდა. ამის გამო ჯიქებმა ლელო დადეს და გარდასახვა ვერ გაიტანეს. 22:18. ბოლო წუთამდე ჯიქები აკადემიას უტევდნენ, მაგრამ აკადემია დაცვაში კარგად იდგა. ამის გამო ჯიქების მორაგბემ დაწოლილმა ითამაშა. უჩა გურგენიძემ ბურთი აუტში გადააგდო და აკადემია ჩემპიონი გახდა.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: