Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თსუ’

შემოგთავაზებთ, 2010 წლის 28 თებერვლის თამაშის, აკადემია – თსუ–ს საუკეთესო ფოტოებს. ფოტოების გასადიდებლად დააწკაპუნეთ ფოტოს.

Advertisements

Read Full Post »

კვირას, 28 თებერვალს, შედგა აკადემიის თამაში თსუ–ს წინააღმდეგ. აკადემიას ბევრი ტრამვირებული ჰყავდა:

1.გუკა

2.მუტანტა

3.დათო მეტრო

4.ნიკა გამყრელიძე (ნიკუშამ შეძლო შესვლა)

თამაში ზუსტად 13:00 საათზე დაიწყო.

აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1.რამაზ მაზმიშვლი

2.ლევან ლომაური

3.გიორგი ოზბეთელაშვილი

4.კოტე აბდუშელიშვილი (კაუჭა)

5.გიორგი სოლოღაშვილი (ჩინელა)

6.ბადრი ალხაზაშვილი

7.ლევან ახრახაძე (მარფინისტა)

8.ბაჩი კიკნაველიძე

9.ლუკა ხიმშიაშვილი (ჭინკა)

10.დათო ქარქაშაძე (ქარქაშა)

11.ნიკუშა ადეიშვლი (ადეშა)

12.ილია მელაძე (კარლიკა) კაპიტანი

13.ივა ხელაია

14.ლუკა კუჭავა

15.უჩა გურგენიძე

მატჩის დასაწყისში თსუ უტევდა, მაგრამ აკადემიის დაცვა მეტოქეს მედგრად დაუდგა. თამაში მოედნის ცენტრში გადავიდა, სადაც კარის წინ 22–მეტრიანთან თსუ დაჯარიმდა. ილია მელაძემ კარებში დაარტყა და ანგარიში გაიხსნა    3–0. ცოტა ხანში, აკადემიის კაპიტანი, ნიკოლოზ გამყრელიძე შემოვიდა სტადიონზე და შეცვალა ლუკა ხიმშიაშვილი. ნიკას შემოსვილის შემდეგ აკადემიამ თამაშს მოუმატა. დაინიშნა აუტი თსუ–ს 10–მეტრიანთან. აუტიდან ბურთი ხაზზე გავიდა, ხაზმა შესანიშნავი კომბინაცია გააკეთა და ნიკუშა გამყრელიძემ ხაზი გაჭრა, მან ადვილად აუარა გვერდი     თსუ–ს 15 ნომერს და ლელო დადო.  ილიამ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში გახდა 10–0. ლელოს შემდეგ თსუ არ დანებებულა და დაიდო ლელო აკადემიის ჩათვლის ხაზზე. ვანდამამ გარდასახვა ვერ გაიტანა და გუნდები ერთმანეთს ტაიმის ბოლოს 10–5 დაშორდნენ.

მეორე ტაიმში აკადემია უფრო გააქტირურდა და მიშო ბუჩუკურმა დადო ლელო. გარდასახვა ილია მელაძემ ვერ გაირანა და ანგარიში გახდა 15–5. ამას მოყვა გიორგი გოგლიძის შესანიშნავი რეიდი, მან 40 მეტრი გაირბინა გაცდა რამდენიმე მეტოქეს და დადო ლელო. გარდასახვა ილიამ გაიტანა. 22–5. თამაში დასრულდა და აკადემიელები გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

შედგა ასევე მესამე ტაიმი, სადაც აკადემია 2 ეთამაშა თსუ 2, ეს თამაში თსუმ მოიგო.

P.S. თუ რამე შემეშალა კომენტარებში დაწერეთ და შევასწორებ. :).

Read Full Post »

%d bloggers like this: