Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლოკომოტივის სათადარიგო’

აკადემია ემზადება ხულიგანასთან შესახვედრად. აკადემიამ ორი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა შედგა ქორების წინააღმდეგ. ამ თამაშში გამოჩნდა აკადემიის რამოდენიმე მინუსი. 21 სექტემბერს შედგა მეორე სპარინგი(ამხანაგური შეხვედრა) ყოჩების წინააღმდეგ. ყოჩებს აკადემია გაცილებით უკეთ ეთამაშა.

აკადემიას ხულიგანასთან მატჩის დროს დააკლდება გუკა თოფურიძე, რომელმაც ტრავმა წინა შეხვერდაში მიიღო. იმედია გუკა თოფურიძე ივერიას წინააღმდეგ ითამაშებს. აკადემია ხულიგანას მატჩი კი პარასკევს ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე გაიმართება.

Read Full Post »

9 სექტემბერს შედგა მატჩი აკადემიასა და ლელოს შორის. წინა სტატიაში ავღნიშნეთ, რომ ეს თამაში დაძაბული იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა. აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1. ბადრი ალხაზაშვილი (გიორგი სოლოღაშვილი)

2. რამაზ მაზმიშვილი

3. გიორგი ოზბეთელაშვილი (ოთო გვირტიშვილი)

4. აჩი რევაზიშვილი

5. ლევან ახრახაძე (ზურა გაბრიჩიძე)

6. გიორგი გოგლიძე

7. საბა შუბითიძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. დათო ქარქაშაძე (ლუკა ხიმშიაშვილი)

10. უჩა გურგენიძე

11. დათო თავართქილაძე

12. ნიკა გამყრელიძე

13. გუკა თოფურიძე (მიშო ბუჩუკური)

14. ნიკა ადეიშვილი (ივა ხელაია)

15. ილია მელაძე

აკადემია თამაშის დაწყების წინ.

თამაში ლელომ დაიწყო. თავიდანვე ლელომ შეუტია. აკადემიამ თავის 22–თან ჯარიმა აიკიდა. ლელოელმა მოთამაშემ კარში დაარტყა და გაიტანა.  ლელოს მოთამაშე ურტყავს ჯარიმას

აკადემიამ მალევე შეუტია. ამჯერად ლელომ აიღო ჯარიმა თავის მოედანთან და ილიამ კარში დაარტყა. აკადემიამ გაათანაბრა 3:3. ილია ურტყავს ჯარიმას

ლელომ ისევ განაახლა შეტევები და აკადემიის ჩათვლის ხაზთან ახლოს იყო. მაგრამ აკადემიამ გაუძლო ლელოს შეტევებს. ლელო აკადემიის 5 მეტრიანთან

სამწუხაროდ, გუკა თოფურიძე დაშავდა და მის მაგივრად მიშო ბუჩუკური შემოვიდა. შერკინება

აკადემიამ ლელოს 22–თან იყო, როდესაც უჩამ საკმაოდ კარგად დაინახა უკან მოშიშვლებული ადგილი და ბურთი გადაკიდა. ბაჩი კიკნაველიძემ ბურთი დაიჭირა და ლელო დადო. ილიამ გარდასახვა ვერ გაიტანა. ანგარიში 8:3 გახდა. ასევე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა. თამაში ლელოს ნახევარზე მიდიოდა, უჩა გურგენიძემ ისევ დაინახა თავისუფალი ადგილი ლელოს ჩათვლის ხაზთან და აბრაგანი დაარტყა. ბურთი ჩათვლის ხაზში დაეცა და უკან გადმოვარდა, უჩამ ბურთი დაამიწა. ილიამ გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 15:3 გახდა. უჩა გურგენიძემ ლელო დადო

უჩა ბოჭავს ლელოს მოთამაშეს

შემდეგ ლელომ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 15:6 გახდა. თამაშის ბოლოს მოედანზე შემოვიდნენ: ლუკა ხიმშიაშვილი, ივა ხელაია, ზურა გაბრიჩიძე, გიორგი სოლოღაშვილი, ოთო გვრიტიშვილი. აკადემიამ მოლით შეუტია ლელოს, ლელომ აკადემიის მოლი ვერ გააჩერა და იძულებული გახდა ჯარიმა აეკიდებინა. აკადემიამ ბურთი აუტში გადაიტანა. აუტის დროს ლელოელები მეტნი იყვნენ, ამიტომ აკადემიამ თავისუფალი გათამაშების უფლება მოიპოვა. გიორგი გოგლიძემ სწრაფად გაათამაშა და ლელო დადო. ილიამ გარდასახვა გაიტანა, აკადემია 16 ქულით წინ გავიდა – 22:6. თამაშის დასრულებამდე რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ლელომ ლელო დადო. ანგარიში 22:11 გახდა. ასე დამთავრდა საკმაოდ დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩი.

Read Full Post »

9 სექტემბერს შედგება მატჩი აკადემიასა და ლელოს შორის. თამაში 6 საათზე, ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე, დაიწყება. აკადემია ლელოს 1 ქულით ჩამორჩება. ფაქტიურად, ამ თამაშის შემდეგ გამოვლინდება ბე ლიგის რეალური ფავორიტი. აკადემია გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავა, თუ ლელო გაიმარჯვებს აკადემიას სამი ქულით გაუსწრებს. ა ლიგის წინა ტურში აკადემია პირველ ადგილზე გადავიდა, იმედია ბე ლიგაც მიბაძავს მათ.

რაც შეეხება ლელოს, ლელო საკმაოდ ძლიერი გუნდია. ლელომ ამ გათამაშებაში მხოლოდ ერთი თამაში წაგოო. ლელოს გატანილი აქვს 407 ქულა, გაშვებული კი, მხოლოდ 76. ლელომ დადო 57 ლელო და გაუშვა 13.

იმედია 9 სექტემბერს, 6 საათზე, ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა. ხვალ ბე ლიგის ყველაზე დაძაბული მატჩი გაიმართება.

Read Full Post »

პოსტი ცოტა დაგვიანებით გამოქვეყნდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წაიკითხავთ და მიიღებთ სასურველ ინფორმაციას.

10 ივნისს შედგა შეხვედრა თბილისის აკადემიასა და დედფლისწყაროს მიმინოს შორის. მატჩი ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე გაიმართა. აკადემია ამ თამაშში ფავორიტი იყო.

აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1. ზურა გაბრიჩიძე

2. ბადრი ალხაზაშვილი

3. გიორგი ოზბეთელაშვილი

4. კოტე აბდუშელიშვილი (სანდრო ჭიღლაძე)

5. დათო თავართქილაძე

6. აჩი რევაზიშვილი

7. ლევან ახრახაძე (გიორგი მოსიძე)

8. ბაჩი კიკნაველიძე  (ავთო წოწკოლაური)

9. ლუკა ხიმშიაშვილი (ილია მელაძე)

10. უჩა გურგენიძე

11. ნიკა ადეიშვილი (გიორგი გოგლიძე)

12. ნიკა გამყრელიძე

13. გუკა თოფურიძე (გურამ ქობულაშვლი)

14. ივა ხელაია

15. დათო ქარქაშაძე (ირაკლი ანდღულაძე)

ზურა გაბრიჩიძემ პირველად ითამაშა პირველ ხაზში, ადრე იგი მეორე ხაზში თამაშობდა. დათო თავართქილაძე ადრე ფლანგზე თამაშობდა, ამ მატჩში კი მეორე ხაზში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ პირველად ითამაშეს სანდრო ჭიღლაძემ და გიორგი მოსიძემ.

პირველი ტაიმი აკადემიამ 33:5 მოიგო. მატჩი კი 78:5 დასრულდა. აკადემიამ 12 ლელო დადო.

4 ლელო დადო ნიკა გამყრელიძემ,

3 ლელო დადო ზურა გაბრიჩიძემ,

2 ლელო დადო გიორგი ოზბეთლაშვილმა,

1 ლელო დადეს ბაჩი კიკნაველიძემ, ლევან ახრახაძემ, ბადრი ალხაზაშვილმა, დათო ქარქაშაძემ, გიორგი გოგლიძემ.

აკადემიამ გაიტანა 9 გარდასახვა.

5 გარდასახვა გაიტანა ილია მელაძემ,

4 გარდასახვა გაიტანა დათო ქარქაშაძემ.

Read Full Post »

16 ივნისს გაიმართა შეხვედრა ყოჩები ორსა და აკადემიას შორის. თამაში ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე 17:00 დაიწყო. მატჩის უდავო ფავორიტი აკადემია იყო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აკადემიამ ამ თამაშამდე 47 ლელო დადო, ხოლო ყოჩები ორმა შვიდი თამაშის განმავლობაში ვერცერთი ლელო ვერ დადო. ყოჩები 2 ბე ლიგის აუტსაიდერია, მაგრამ ბიჭები ბოლომდე იბრძვიან და უკან არ იხევენ.

აკადემია თავის საუკეთესო ფორმაში შედის. ნელ–ნელა უმჯობესდება თამაშის ხარისხი და ეს მატი აკადემიის კარგი თამაშის დამადასტურებელი უნდა ყოფილიყო. ასეთ თამაშებში ახალ მორაგბეებს შანსი ეძლევათ გამოიჩინონ თავი. ორივე გუნდისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. აკადემიასთვის ეს არის რეპეტიცია რთულ მეტოქეებთან თამაშის წინ, ხოლო ყოჩები 2 სერიოზული გამოცდილება მიიღო.

აკადემიამ თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:

1. გიორგი ოზბეთელაშვილი

2.  ბადრი ალხაზაშვილი

3. რამაზ მაზმიშვილი

4. ზურა გაბრიჩიძე

5. აჩი რევაზიშვილი

6. გიორგი გოგლიძე

7. ლევან ახრახაძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. ლუკა ხიმშიაშვილი

10. უჩა გურგენიძე

11. ნიკუშა ადეიშვილი

12. ნიკა გამყრელიძე

13. გუკა თოფურიძე

14. ივა ხელაია

15. დათო ქარქაშაძე

შეცვლებზე შემოვიდნენ: ავთო, სანდრო, ოთო, გურამი, კოტე, ილია, გიორგი.

აკადემიამ დადო პირველი ლელო, რასაც მოჰყვა სხვა ლელოები. საბოლოო ჯამში, აკადემიამ თორმეტი ლელო დადო და რვა გარდასახვა გაიტანა. ყოჩები ორმა კი მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხა მეტოქეს. მატჩი დასრულდა 76:3 და აკადემიამ 2 ქულა ჩაიწერა.

აკადემიამ დადო 12 ლელო.

2 ლელო დადეს ნიკა ადეიშვილმა და ზურა გაბრიჩიძემ.

1 ლელო დადეს გიორგი ოზბეთელაშვილმა, ლევან ახრახაძემ, უჩა გურგენიძემ, დათო თავართქილაძემ,  ნიკა გამყრელიძემ, ილია მელაძემ, ივა ხელაიამ, დათო ქარქაშაძემ.

აკადემიამ გაიტანა 8 გარდასახვა.

5 გარდასახვა გაიტანა ილია მელაძემ,

3 გარდასახვა გაიტანა დათო ქარქაშაძემ.

რვა თამაშის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია  გავეცნოთ სტატისტიკას და დავსკვნათ, რომ აკადემიამ მოაგროვა 375 ქულა (ყველაზე მეტი), გაუშვა 41 (ყველაზე ნაკლები), დადო 59 ლელო (ყველაზე მეტი). აკადემია საშუალოდ თითოეულ თამაშში აკეთებს 46 ქულას, იღებს 6 ქულას და დებს7 ლელოს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს შესანიშნავი შედეგია. ამ დროისთვის აკადემია იმყოფება მეორე ადგილზე ცამეტი ქულით და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლელოს.

Read Full Post »

27 მაისს ლოკომოტივის სტადიონზე შედგა თამაში აკადემიასა და ყოჩებს შორის. მზიანი ამინდი იყო, ცოტა ცხელოდა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ წვიმას ისევ მზე სჯობს. აკადემიის ბე ლიგიდან ილია მელაძე, გიორგი გოგლიძე და საბა შუბითიძე ჩვიდმეტწლამდე ეროვნული ნაკრების შესარჩევზე არიან. მათ უკვე გადალახეს პირველი ეტაპი. მწვრთნელებმა ლევან ობოლაძემ და გიორგი ელიზბარაშვილმა გადაწყვიტეს დაესვენებინათ ეს სამი მოთამაშე.

ყოჩებისგან სეზონის დასაწყისში ყველა ელოდა, რომ ძლიერი გუნდი იქნებოდა. ყოჩების გუნდში ბევრი მოთამაშეა და ორ გუნდად გამოდიან. ყოჩებმა იმედები ვერ გაამართლეს და სეზონი წარუმატებლად დაიწყეს. აკადემია ამ თამაშში უდავოდ ფავორიტი იყო.

აკადემიამ თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:

1. გიორგი სოლოღაშვილი

2. რამაზ მაზმიშვილი

3. გიორგი ოზბეთელაშვილი

4. კოტე აბდუშელიშვილი

5. ზურა გაბრიჩიძე

6. აჩი რევაზიშვილი

7. ბადრი ალხაზაშვილი

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. ლუკა ხიმშიაშვილი

10. უჩა გურგენიძე

11. ივა ხელაია

12. ნიკა გამყრელიძე

13. გუკა თოფურიძე

14. ნიკა ადეიშვილი

15. დათო ქარქაშაძე

აკადემიამ რვა ლელო დადო. ფეხი ძალიან კარგად ურტყა დათო ქარქაშაძემ და ხუთი გარდასახვა გაიტანა და ააცილა ორი. დათომ პირველად დაარტყა ფეხი ოფიციალურ თამაშში. ყოჩებმა მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. მათ ერთი რეალიზაციდა და ერთი ჯარიმა გაიტანეს. აკადემია აგრძელებს წარმატებულ სერიას. შემდეგი თამაშში აკადემია ტორნადოს შეხვდება.

Read Full Post »

22 აპრილს ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართა აკადემიისა და შევარდენის მატჩი. თამაში 16:00 საათზე დაიწყო. აკადემაში კარგი ახალი ამბებიცაა, გადმოგვცეს ახალი ფორმები.  კვლავ ტრავმირებულები არიან: მიშო, გუკა და საბა. თამაში ეკრძალებოდა ივა ხელაიასაც. აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1. რამაზ მაზმიშვილი

2. ბადრი ალხაზაშვილი

3. გიორგი ოზბეთელაშვილი

4. აჩი რევაზიშვილი

5. გიორგი სოლოღაშვილი

6. გიორგი გოგლიძე

7. ლევან ახრახაძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. ლუკა ხიმშიაშვილი

10. ილია მელაძე

11. დათო თავართქილაძე

12. ნიკუშა ადეიშვილი

13. ნიკა გამყრელიძე

14. ლუკა იურინი

15. დათო ქარქაშაძე

შეცვლებზე შემოვიდნენ: უჩა, ზურა და ზაზა.

აკადემია თამაშის დაწყებამდე

თამაში აკადემიამ დაიწყო. აკადემიის უპირატესობა თავიდანვე შესამჩნევი იყო. შერკინება თამაშის დაწყებისთანავე დაინიშნა. ბაჩიმ ბურთი წაიღო……ისევ ბაჩი. ლევანიკომ მოიგო ბურთი… …აკადემიამ შეკრა მოლი……მოლი……ლუკამ მოლიდან ბურთი გამოიტანა…  …ილია მელაძეაკადემიის შეტევების შემდეგ შევარდენმა კარის წინ ჯარიმა აიკიდა. ილია მელაძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახდა.                  

ბაჩიმ ბურთი დაიჭირა

მსაჯმა ხელი აწია, რაც პირველი ლელოს მანიშნებელია. ლელო დადო რამაზ მაზმიშვილმა.

ილია ემზადება დასარტყმელად… დაარტყა და…

მსაჯებმა დროშები მაღლა აწიეს

ლევან ახრახაძე ჰაერშიაშევარედნელი მორაგბელევანი იჭერს მეტოქეს

აჩი რევაზიშვილი

ბაჩი კიკნაველიძეშერკინება

ყველა ჰაერში

მოკლე ფრთაზე კარგი შეტევის შედეგად, მეორე ლელო ბადრი ალხაზაშვილმა დადო.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: