Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლოკომოტივი’

31 მარტს ლოკომოტივის ბაზაზე ითამაშეს აკადემიამ და ლოკომოტივმა. ლოკომოტივი ახალი გუნდია და ჯერ წარმატებები მიღწეული არ აქვს, ამიტომ აკადემიას არ გასჭირვებია თამაშის მოგება. უნდა აღინიშნოს, რომ ლოკომოტივს კარგი მოედანი აქვს. ბე ლიგის ზოგი თამაში ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდება. ჯერ მოედანი არაა დახაზული, არც კარებია გამართული, მაგრამ 8 აპრილისთვის, როდესაც ბე ლიგის ტურნირი დაიწყება, ყველაფერი მზად იქნება. აკადემიამ თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:

1. გიორგი სოლოღაშვილი

2. რამაზ მაზმიშვილი

3. ბადრი ალხაზაშვილი

4. აჩი რევაზიშვილი

5. კოტე აბდუშელიშვილი

6. გიორგი გოგლიძე

7. ლევან ახრახაძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. ლუკა ხიმშიაშვილი

10. ილია მელაძე

11. დათო ქარქაშაძე

12. ნიკა გამყრელიძე

13. ნიკა ადეიშვილი

14. დათო თავართქილაძე

15. უჩა გურგენიძე

კაპიტნები და მსაჯი ლევან ობოლაძე

თამაში ლოკომოტივმა დაიწყო, მალევე გამოჩნდა აკადემიის უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ლოკომოტის მოთამაშეები თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

გიორგი გოგლიძე ეთამაშება ლოკომოტივის მორაგბეს

მალევე ლელოებიც დაიდო, რამაც განამტკიცა აკადემიის უპირატესობა.

ბაჩი კიკნაველიძე

გიორგი გოგლიძე და ბაჩი კიკნაველიძე

ბადრი აგრძელებს შეტევასრამაზი მოემზადა ბურთის მოსაწოდებლად……ჩამოაწოდა და გადააცილა ლუკა ხიმშიაშვილი იჭერს ლოკომოტივის 9 ნომერსნიკა გამყრელიძე ბურთის გადაკიდების შემდეგ

ამ მომენტში აკადემიამ “ზელანდიური” ლელო დადო. ნიკა გამყრელიძემ უჩა გურგენიძეს ბურთი გადაუკიდა საპირისპირო ფრთაზე, უჩამ ბურთი დაიჭირა და ლელო დადო. ნიკა გამყრელიძემ ჩამოიტოვა ლოკომოტივის 10 ნომერი

ილია მელაძემ გაჭრა ხაზი

ილია განაგრძობს შეტევასილია პასს უშვებს…

…ილიამ დააქნია……და შეტეხა…

დათო თავართქილაძე გაცდა ყველას და დებს ლელოს

რამაზი აწვდის ბურთს……აჩიმ ბურთი ჩამოაგდო……ლუკამ მიიღო ბურთი……გადააწოდა ბაჩის……პასი ნიკა ადეიშვილის მისამართით…

…ნიკამ გაჭრა ხაზი……ნიკა უშვებს პასს……უჩა გურგენიძეშესვენება

მეორე ტაიმში ახალმა ბიჭებმა გამოიჩინეს თავი. შეცვლაზე შემოვიდნენ: ლევანი, ბაჩო და ირაკლი. ბაჩოსთვის და ირაკლისთვის აკადემიის რიგებში პირველი თამაში იყო. მათ საკმაოდ კარგად ითამაშეს. გუნდის გადახალისების გამო ერთი ლელოც მივიღეთ, მაგრამ რამოდენიმე ჩვენც დავუდეთ მეორე ტაიმში.

Read Full Post »

%d bloggers like this: