Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რევიუ’

დადგა შემოდგომა, მალე ბე ლიგის სეზონიც განახლდება. აკადემიამ 12 თამაში ჩაატარა. ალბათ საინტერესო იქნებოდა გავეკეთებინა მოკლე რეზიუმე თითოეულ თამაშზე. ასევე საინტერესოა მომდევნო თამაშები და პრევიუებსაც გაგაცნობთ.

12 მატჩის შეჯამება

ჯიქები – აკადემია

ჯიქები – აკადემია საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ჯიქები 19:6 იგებდნენ, როდესაც მოედანზე ჩხუბი ატყდა და ორივე გუნდს წაგება ჩაეთვალა. ორივე გუნდი ბე ლიგის ტურნირის ფავორიტია, გამორიცხული არაა, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდეს.

შევარდენი – აკადემია 0:22

ეს თამაში აკადემიის პირველი მოგება იყო. მატჩი აკადემიამ საკმაოდ ადვილად და დამაჯერებელი სხვაობით მოიგო.

ხარები – აკადემია 3:12

რუსთავში გასვლა ყოველთვის რთულია, არც ეს თამაში იყო გამონაკლისი. პირველი ქულაც მასპინძლებმა გააკეთეს, მაგრამ აკადემიამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და შინ გამარჯვებული დაბრუნდა.

ვეფხვები – აკადემია 15:29

ამ ორი გუნდის თამაში ყოველთვის საინტერესო და სანახაობრივია. პირველივე წუთებზე აკადემიამ ორი ლელო მიიღო. ვეფხვები 12 ქულით დაწინაურდა, მაგრამ აკადემიამ ბოლომდე იბრძოლა და თოთხმეტი ქულის სხვაობით მოიგო ეს მატჩი.

აკადემია – ყოჩები 50:10

ყოჩებისგან ყველა უფრო მეტს მოელოდა. აკადემიამ ძალიან კარგად ითამაშა და სერიოზულ მეტოქესთან მატჩი 40 ქულით მოიგო.

აკადემია – ტორნადო 108:5

აკადემიამ ამ თამაშში ბე ლიგაში პირველმა მოიპოვა 100–ზე მეტი ქულა. ბე ლიგის გათამაშებიდან ამ თამაშში ყველაზე მეტი ლელო დაიდო.

აკადემია – მიმინო 78:5

მიმინო ახალი გუნდია, ამიტომაც პროგნოზი გამართლდა, აკადემიამ ყველა ასპექტით აჯობა მიმინოს და მნიშვნელოვანი ორი ქულაც ადვილად აიღო.

ყოჩები 2 – აკადემია 3:76

რადგანაც აკადემიამ ყოჩების ძირითადი გუნდი 40 ქულით დაამარცხა არავის გაკვირვებია ყოჩები 2–ის მარცხი. ამ თამაშში რამოდენიმე ახალბედამაც ითამაშა.

აკადემია – ლელო 2 87:0

აკადემიამ ლელო ორი ადვილად დაამარცხა, მაგრამ მთავარი შეხვედრა ლელოს ძირითად გუნდთან ჯერ კიდევ წინაა.

ლოკომოტივი – აკადემია 8:73

აკადემიას სეზონის წინ ჩატარებული ჰქონდა ამხანაგური მატჩი ლოკომოტივთან, ისევე როგორც ამხანაგურ მატჩში, ამჯერადაც აკადემიამ ლოკომოტივს დიდი სხვაობით მოუგო.

აკადემია – არმაზი 31:5

ასეთი იოლი მატჩების შემდეგ აკადემიას რთული თამაში ელოდა წინ. არმაზი ძლიერი გუნდია და პლეი–ოფისთვის იბრძვის, მაგრამ აკადემიას ამ გუნდის დამარცხებაც არ გასჭირვებია.

აკადემია – უნივერსიტეტი 10:3

ეს მატჩი ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული იყო. ამ თამაშში მხოლოდ ერთი ლელო დაიდო. აკადემიამ არდადაგებამდე ბოლო ორი ქულა აიღო და ცხრილში მეორე ადგილასაა.

მზადება მომდევნო მატჩებისათვის

აკადემიას არდადაგები უქმად არ დაუხარჯავს. 15 აგვისტოდან გუნდი ვარჯიშს შეუდგა, ხოლო 21 აგვისტოს წავიდა შეკრებაზე ცემში. ცემში შეკრება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ვარჯიშებიდანაც ჩანს, რომ აკადემიამ გამოასწორა ყველა ის ხარვეზი რაც წინა თამაშებში ჰქონდა.

აკადემია – ლელო

9 სექტემბერს შედგება ბე ლიგის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლელო და აკადემია. ლელო ამ გათამაშების ლიდერია, აკადემია კი მას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ლელომ ერთის გარდა ყველა შეხვედრა მოიგო. ლელოში გაერთიანებულია რამდენიმე გუნდი, მათ შორის: ლელო, ლელო დიღომი, მერანი, ახლახან კი რამოდენიმე მოთამაშე პატარძეულის გუნდიდან დაემატა. უდავოა ეს თამაში ორივე გუნდისთვის ყველაზე პრინციპული იქნება.

აკადემია – ხულიგანა

ხულიგანა ძალიან ძლიერი გუნდია. ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯიქები დაამარცხა. ხულიგანა ამჯერად მეხუთე ადგილზეა. წინა საფესტივალო ასაკში აკადემია და ხულიგანას შეხვედრა ყოველთვის დაძაბული და უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ეს ორი გუნდი ერთმანეთს შეხვედრია შვიდკაცის ტურნირების ფინალშიც. თამაში საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს.

აკადემია – ივერია

ივერია მეექვსე ადგილზეა და პლეი ოფისთვის იბრძვის, ვნახოთ რა გამოუვა. ამ თამაშში აკადემია ფავორიტია.

ერთი კი ფაქტია, აკადემიას ბოლო სამი თამაში ურთულესია და გამარჯვება სამივე თამაშში აუცილებელია.

სტატისტიკა

აკადემიამ 12 თამაში ჩაატარა, აქედან 11 მოიგო.

აკადემიამ მოიპოვა 576 ქულა, ყველაზე მეტი ბე ლიგის გუნდებს შორის. საშუალოდ თამაშში აკადემია 48 ქულას აგროვებს.

აკადემიამ გაუშვა 57 ქულა, ყველაზე ნაკლები ბე ლიგის გუნდებს შორის. საშუალოდ თამაშში აკადემია უშვებს 4.75 ქულას.

აკადემიის ქულათა სხვაობა არის +519, ყველაზე მეტი ბე ლიგის გუნდებს შორის. საშუალოდ აკადემიის საშუალო სხვაობაა 43.25 ქულა.

აკადემიამ დადო 90 ლელო, ყველაზე მეტი ბე ლიგის გუნდებს შორის. საშუალოდ აკადემია თამაშში 7.5 ლელოს დებს.

აკადემიამ გაუშვა 7 ლელო, ყველაზე ნაკლები ბე ლიგის გუნდებს შორის. საშუალოდ აკადემია თამაშში 0.5 ლელოს იღებს.

Read Full Post »

%d bloggers like this: