Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რუსთავი’

7 მაისს აკადემიას ჰქონდა გასვლა რუსთავში. რუსთავს მოგებული აქვს რამოდენიმე გუნდისთვის, ამიტომ სუსტი მეტოქე არ არის. თამაში 15:30 დაიწყო. აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1. რამაზ მაზმიშვილი

2. ბადრი ალხაზაშვილი

3. გიორგი სოლოღაშვილი (გიორგი ოზბეთელაშვილი)

4. აჩი რევაზიშვილი

5. ზაზა დუმბაძე

6. გიორგი გოგლიძე

7. საბა შუბითიძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. დათო ქარქაშაძე

10. უჩა გურგენიძე

11. ნიკა ადეიშვილი (ივა ხელაია)

12. გუკა თოფურიძე

13. ნიკა გამყრელიძე

14. დათო თავართქილაძე

15. ილია მელაძე

ბურთი თამაშში რუსთავის მოთამაშე გიორგი ნათელაშვილმა შეიყვანა.  აკადემიელებმა დაიჭრეს ბურთი, რამოდენიმე პასი გააკეთეს, შემდეგ ნიკოლოზ გამყრელიძემ ფეხის დარტყმას შეეცადა, მაგრამ დაუფარეს. აკადემიამ ჯარიმა აიკიდა კარის წინ. ნათელაშვილმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა და პირველივე წუთებზე ანგარიში 3:0 გახდა.

აკადემიამ შეტევებით უპასუხა ცოტა ხანშივე მათ ჯარიმა მიიღეს, ილიამ არცთუ ისე რთული პოზიციიდან ვერ გაიტანა ბურთი. 22–ის დარტყმის შემდეგ აკადემიამ ისევ განაგრძო შეტევები. ზაზა დუმბაძეს შეეძლო ლელოს დადება, მაგრამ ჩათვლის მოედანთან ერთ მეტრში ბურთი გაუვარდა. შერკინებით შეტევა აკადემიისთვის კარგად დასრულდა და რამაზ მაზმიშვილმა დადო ლელო. 5:3. ილიამ კუთხიდან დაარტყა და ბურთი ცოტათი აცდა კარს. ტაიმი მალევე დასრულდა 5:3.

მეორე ტაიმიც აკადემიის შეტევებით დაიწყო. შერკინება მარჯვენა ფრთიდან უტევდა. ამჯერად რუსთავი დაცვაში კარგად დახვდა. ბურთი ხაზზე გამოვიდა, ილიამ დააპირა ჯვარზე შეეშვა ნიკუშა, მაგრამ თვითონ გადაწყვიტა შეტევა. ილია მელაძეს ძალიან ცოტა დააკლდა ბურთის დასადებად. აკადემიის შეტევები ისევ გრძელდებოდა, მარჯვენა ფრთიდან ისევ შერკინება უტევდა. ბურთი ხაზზე გამოვიდა და უჩამ ჯვარზე შეუშვა ნიკუშა, ნიკამ ეს შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ილიამ საკმაოდ ადვილი გარდასახვა გაიტანა და ანგარიში 12:3 გახდა.

ამის შემდეგ დაიწყო რუსთავის მასირებული შეტევები, დრო ცოტა იყო დარჩენილი, მაგრამ რუსთავი ძალას არ ზოგავდა. აკადემიაც დაცვაში კარგად დაუდგა რუსთავს. მთელი ათი წუთის განმავლობაში რუსთავი აკადემიის ჩათვლის ხაზთან იდგა, ასევე უნდა ავღნიშნოთ აკადემიელების თავგანწირვით თამაში. აკადემიამ რუსთავს ლელო არ დაადებინა და ჯარიმაც აკიდა. ბოლო წუთზე აკადემიასაც შეეძლო ლელოს დადება, მაგრამ ვერ მოხერხდა. თამაში 12:3 დასრულდა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდ რუსთავს, ასეთი კარგი მასპინძლობისათვის და თამაშისთვის. აკადემია კი განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

Read Full Post »

%d bloggers like this: