Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ტორნადო’

პოსტი ცოტა დაგვიანებით გამოქვეყნდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წაიკითხავთ და მიიღებთ სასურველ ინფორმაციას.

3 ივნისს შედგა თამაში აკადემიასა და ტორნადოს შორის. ტორნადო წელს დაარსდა და არ არის ძლიერი გუნდი. მისი მწვრთნელია დავით ცხაკაია. ამ თამაშში აკადემია უდავო ფავორიტი იყო. წინა შეხვედრა აკადემიას 50:10 ჰქონდა მოგებული, ხოლო ტორნადოს წაგებული ჰქონდა 69:3 რუსთავის ხარებთან. მატჩი დიღომში, ლოკომოტივის ბაზაზე შედგა. აკადემიის მწვრთნელებმა გადაწყვიტეს კვლავ დაესვენებინათ გიორგი გოგლიძე, ილია მელაძე და საბა შუბითიძე. ისინი ნაკრების შესარჩევზე არიან.

აკადემიამ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

1. გიორგი სოლოღაშვილი

2. ბადრი ალხაზაშვილი

3. რამაზ მაზმიშვილი (ავთო წოწკოლაური)

4. კოტე აბდუშელიშვილი

5. ზურა გაბრიჩიძე

6. აჩი რევაზიშვილი (გიორგი ოზბეთელაშვილი)

7. ლევან ახრახაძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. ლუკა ხიმშიაშვილი (დათო თავართქილაძე)

10. უჩა გურგენიძე (ირაკლი ანდღულაძე)

11. ნიკა ადეიშვილი (ნიკა შარაძე)

12. ნიკა გამყრელიძე

13. გუკა თოფურიძე (გურამ ქობულაშვილი)

14. ივა ხელაია

15. დათო ქარქაშაძე

თამაშის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში გამოჩნდა თუ რაოდენ დიდი იყო აკადემიის უპირატესობა. აკადემიამ პირველი ტაიმი 49:5 მოიგო. მატჩი კი 108:5 დასრულდა. აკადემიამ პირველი “100” გააკეთა ამ წლის ბე ლიგაში. აკადემიამ დადო 18 ლელო:

4 ლელო დადო ზურა გაბრიჩიძემ,

3 ლელო დადეს ნიკა გამყრელიძემ და კოტე აბდუშელიშვილმა,

ორ–ორი ლელო დადეს ივა ხელაიამ და დათო ქარქაშაძემ,

ხოლო თითო–თითო ლელო დადეს: ბადრი ალხაზაშვილმა, ბაჩი კიკნაველიძემ, ნიკა ადეიშვილმა, გუკა თოფურიძემ.

რვა გარდასახვა გაიტანა დათო ქარქაშაძემ, ერთი კი დათო თავართქილაძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალ მოთამაშეებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება. ბე ლიგაში პირველად ითამაშეს: ავთო წოწკოლაურმა, ირაკლი ანდღულაძემ, ნიკა შარაძემ და გურამ ქობულაშვილმა.

აკადემიას შემდეგი თამაში მიმინოსთან აქვს, რომელსაც თბილისში მიიღებს.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: