Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ყოჩები 2’

16 ივნისს გაიმართა შეხვედრა ყოჩები ორსა და აკადემიას შორის. თამაში ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე 17:00 დაიწყო. მატჩის უდავო ფავორიტი აკადემია იყო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აკადემიამ ამ თამაშამდე 47 ლელო დადო, ხოლო ყოჩები ორმა შვიდი თამაშის განმავლობაში ვერცერთი ლელო ვერ დადო. ყოჩები 2 ბე ლიგის აუტსაიდერია, მაგრამ ბიჭები ბოლომდე იბრძვიან და უკან არ იხევენ.

აკადემია თავის საუკეთესო ფორმაში შედის. ნელ–ნელა უმჯობესდება თამაშის ხარისხი და ეს მატი აკადემიის კარგი თამაშის დამადასტურებელი უნდა ყოფილიყო. ასეთ თამაშებში ახალ მორაგბეებს შანსი ეძლევათ გამოიჩინონ თავი. ორივე გუნდისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. აკადემიასთვის ეს არის რეპეტიცია რთულ მეტოქეებთან თამაშის წინ, ხოლო ყოჩები 2 სერიოზული გამოცდილება მიიღო.

აკადემიამ თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:

1. გიორგი ოზბეთელაშვილი

2.  ბადრი ალხაზაშვილი

3. რამაზ მაზმიშვილი

4. ზურა გაბრიჩიძე

5. აჩი რევაზიშვილი

6. გიორგი გოგლიძე

7. ლევან ახრახაძე

8. ბაჩი კიკნაველიძე

9. ლუკა ხიმშიაშვილი

10. უჩა გურგენიძე

11. ნიკუშა ადეიშვილი

12. ნიკა გამყრელიძე

13. გუკა თოფურიძე

14. ივა ხელაია

15. დათო ქარქაშაძე

შეცვლებზე შემოვიდნენ: ავთო, სანდრო, ოთო, გურამი, კოტე, ილია, გიორგი.

აკადემიამ დადო პირველი ლელო, რასაც მოჰყვა სხვა ლელოები. საბოლოო ჯამში, აკადემიამ თორმეტი ლელო დადო და რვა გარდასახვა გაიტანა. ყოჩები ორმა კი მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხა მეტოქეს. მატჩი დასრულდა 76:3 და აკადემიამ 2 ქულა ჩაიწერა.

აკადემიამ დადო 12 ლელო.

2 ლელო დადეს ნიკა ადეიშვილმა და ზურა გაბრიჩიძემ.

1 ლელო დადეს გიორგი ოზბეთელაშვილმა, ლევან ახრახაძემ, უჩა გურგენიძემ, დათო თავართქილაძემ,  ნიკა გამყრელიძემ, ილია მელაძემ, ივა ხელაიამ, დათო ქარქაშაძემ.

აკადემიამ გაიტანა 8 გარდასახვა.

5 გარდასახვა გაიტანა ილია მელაძემ,

3 გარდასახვა გაიტანა დათო ქარქაშაძემ.

რვა თამაშის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია  გავეცნოთ სტატისტიკას და დავსკვნათ, რომ აკადემიამ მოაგროვა 375 ქულა (ყველაზე მეტი), გაუშვა 41 (ყველაზე ნაკლები), დადო 59 ლელო (ყველაზე მეტი). აკადემია საშუალოდ თითოეულ თამაშში აკეთებს 46 ქულას, იღებს 6 ქულას და დებს7 ლელოს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს შესანიშნავი შედეგია. ამ დროისთვის აკადემია იმყოფება მეორე ადგილზე ცამეტი ქულით და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლელოს.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: