Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Fair Play’

მწვრთნელებო, გთხოვთ, დაიცვათ ყველა ქვემოთ მოყვანილი წესი.

მწვრთნელის კოდექსი

  1. იყავით მაგალითი – ახალგაზრდა მოთამაშეებს სჭირდებათ მწვრნელი, რომელსაც პატივს სცემენ.
  2. ყოველთვის აღნიშნეთ ცალკეული მოთამაშეების წარმატება, არასოდეს უყვიროთ, დასცინოთ ან შერცხვინოთ მოთამაშეები, რომლებიც უშვებენ შეცდომებს.
  3. იყავით რაციონალური თქვენს მოთხოვნებში მოთამაშეებისადმი, მათი სათამაშო დროის, ენერგიის და ენთუზიაზმის განაწილებაში. საშუალო დონის მოთამაშეს სჭირდება იგივე სათამაშო დრო, რაც მასზე უკეთესს.
  4. გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდები თამაშობენ გასართობად და ტექნიკური ილეთბის გამოსასწორებლად, მოგება არაა თამაშის მიზანი.
  5. განავითარეთ თქვენი მოთამაშეების და გუნდების პატივისცემა მოწინააღდეგის, მსაჯისა და მოწინააღდეგე მწვრთნელის მიმართ. უპირატესობა მიანიჭოთ Fair Play (სამართლიანი თამაშს) და დისციპლინას. არ აპატიოთ უხეში თამაში, ჩხუბი ან ბილწსიტყვაობა. მზად იყავით დამნაშავის მოედნიდან გამოსაყვანად.
  6. ახალგაზრდებს უბიძგეთ, რომ განავითარონ ბაზური ტექნიკა და კარგი სპორტსმენობა. ახალგაზრდა ასაკში ნუ მინიჭებთ სათამაშო პოზიციებს.
  7. მოთამაშეებს და გუნდს დაუსახეთ რეალური მიზნები. განასხვავეთ ისინი კაცთა რაგბისაგან.
  8. შექმენით უსაფრთხო და გასართობი გარემო სავაჯიშოდ და სათამაშოდ.
  9. არ მოაწყინოთ ბავშვები ზედმეტი ინფორმაციის მიწოდებით.
  10. თქვენ დიდი გავლენა გაქვთ ბავშვებზე, იყავით ფხიზლები ამ გავლენის სწორედ გამოსაყენებლად.
  11. არასოდეს გაამტყუნოთ მთავარი ან გვერდითი მსაჯი მაყურებლის და მოთამაშეების თანდასწრებით.
  12. ყოველთვის იკითხეთ ექიმის აზრი – შეუძლია თუ არა დაშავებულ მოთამაშეს თამაშის გაგრძელება.
  13. შეძლებისდაგვარად დაესწარით ყველა სამწვრთნელო შეკრებას.
  14. მხარი დაუჭირეთ ეთიკურ კოდექსს და წესებს ბავშვთა სპორტში. დაწმუნებული იყავით, რომ თქვენი მოთამაშეები ამაყობენ თავიანთი გუნდით, კლუბით და თავიანთი წვლილით სეზონის განმავლობაში.

Read Full Post »

მშობლებო და მაყურებლებო, გთხოვთ, გაიცვათ ქვემოთ მოცემული კოდექსი.

  1. პატივი ეცით მოწინააღმდეგე გუნდს – მათ გარეშე თამაში ვერ შედგება.
  2. გაამხნევეთ და უბიძგეთ თქვენს შვილს, რომ ითამაშოს წესების დაცვით.
  3. ასწაველთ ღირსეულად და პატიოსნად წაგება და თავმდაბლად მოგება.
  4. დაეხმარეთ ბავშვებს ილეთების გაუმჯობესებაში და სპორტულ თავაზიანობაში.
  5. იყავით კარგი მაგალითი სხვა მშობლებისათვის და ტაში დაუკარით კარგ თამაშს ორივე მხირდან.
  6. არასოდეს გაუბრაზდეთ, უყვიროთ ან შეარცხვინოთ მოთამაშე შეცდომის დაშვებისას ან თამაშის წაგების შემდეგ.
  7. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მოგებაზე.
  8. არასდროს დააძალოთ თამაში იმას, ვისაც არ უნდა.
  9. არ მიაყენოთ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოთამაშეებს, მსაჯებს და მწვრთნელებს და, სერთოდ, ეცადეთ, რომ უწმაწური სიტყვები მოვაშოროთ თამაშს.
  10. არასდროს დააყენოთ მსაჯის გადაწყვეტილება და მიათი პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ.
  11. შეიგრძენით რაგბის ღირებულებები და ყურადღება ამაზე გაამახვილეთ.
  12. გახსოვდეთ, რომ თქვენი და თქვენი შვილის წვლილი არის მნიშვნელოვანი რაგბისთვის და საქართველოსთვის და იამაყეთ ამით.

Read Full Post »

გთხოვთ, დაიცვათ ყველა ის წესი, რაც მოთამაშეთა ქცევის კოდექსში წერია.

მოთამაშის ქცევის კოდექსი

  1. ითამაშე გასართობად და გახდი რაგბის ოჯახის წევრი.
  2. პატივი ეცი რაგბის და ითამაშე მისი წესების დაცვით.
  3. პატივი ეცი მსაჯის გადაწყვეტილებას და აცალე მწვრთნელს ან კაპიტანს სადაო საკითხის გარკვევა.
  4. გააკონტროლე ემოციები და იყავი სამართლიანი.
  5. თამაშისას მაქსიმალურად დაიხარჯე და იყავი ერთგული რაგბის, გუნდის და კლუბის მიმართ.
  6. მოედანზე იყავი კეთილგანწყობილი, ტაში დაუკარი შენი გუნდელის და მოწინააღმდეგის კარგ თამაშს.
  7. პატივი ეცი მოწინააღმდეგეს, მოეპყარი ისე, როგორც გინდა, რომ მოგეპყრან შენ.
  8. რაგბი არის გუნდური თამაში, იყავი კომუნიკაბელური მწვრთნელთან, გუნდელებთან და კლუბის წევრებთან.
  9. გახსოვდეს, რომ თამაშის მიზანი არის გართობა, ტექნიკური ილეთების გამოსწორება და გამოცდილების შეძენა.
  10. თამაშის შემდეგ მადლობა გადაუხადე მოწინააღმდეგე გუნდს და მსაჯს.
  11. ითამაშე ძლიერად, მაგრამ წესების დაცვით, ისე, რომ მოწინააღმდეგეს ფიზიკური ზიანი არ მიაყენო.
  12. მოგება და წაგება თამაშის ნაწილია: მოიგე – იყავი თავმდაბალი, წააგე ღირსეულად.
  13. როგორც გუნდის წევრი, მნიშვნელოვანია, რომ დაესწრო ყველა ვარჯიშს, მოუსმინო მწვრთნელს და დაეხმარო გუნდს.
  14. გუნდურ სპორტში გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია წარმატებისათვის.
  15. გახსოვდეს, რომ თამაშისას წარმოადგენ შენს ოჯახს, გუნდს, კლუბს და რაგბის.

Read Full Post »

%d bloggers like this: